ბრიუსელი უმღალესი ტერორისტული საფრთხის გამოცხადების შემდეგ ფაქტობრივად პარალიზებულია. ქალაქში უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გამო დროებით დაიხურა: მეტრო, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, სპორტული ცენტრები, გადაიდო ფეხბურთის მატჩები, სავაჭრო ცენტრებში ვაჭრობა ნაწილობრივ შეიზღუდა.
ბელგიის პრემიერის შარლ მიშელის თქმით, არსებობს, რისკი, რომ ბრიუსელში რამდენიმე პირმა თავდასხმა განახორციელოს. მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ "მდგომარეობის ანალიზმა წარმოშვა ბრიუსელის რეგიონში უსაფრთხოების დონის ამაღლების გადაუდებელი აუცილებლობა." მოსახლეობას ურჩევენ, რომ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, საზოგადეობრივ ტრანსპორტს, აეროპორტებს, რკინიგზის სადგურებსა და მსგავს დაწესებულებებს ნაკლებად ესტუმრონ.
ბელგიაში ISIS-ის მიერ თავდასხმების მოწყობის რისკი მაღალია, რადგანაც ბრიუსელი ევროპიდან ISIS-ის ძალებში ემიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. 130 განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე სავარაუდო ISIS-ის ტერორისტიდან, რომლებზეც ამ დროისთვის ევროპის მასშტაბით ძებნა არის გამოცხადებული 85 წარმოშობით ბელგიიდანაა.





