თავდასხმა პარიზში

პარიზში თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, სტად დე ფრანსთან კი აფეთქება მოხდა

metro.us

პარიზის ცენტრში ცოტა ხნის წინ რესტორან კამბოჯაზე თავდასხმა მოხდა. სულ მცირე ერთმა პირმა რესტორანს ცეცხლი გაუხსნა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოთხი ადამიანია დაღუპული.

ვრცელდება ინფორმაცია აფეთქების შესახებაც, რომელიც სტად დე ფრანსის სტადიონთან მდებარე ბარში მოხდა. სტადიონზე გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა.

მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ესწრებოდა, რომელიც ამჟამად ევაკურიებულია.

პოლიცია ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა.

კომენტარები