თავდასხმა პარიზში

პარიზში სადგურზე მამაკაცმა დანით რამდენიმე ადამიანი დაჭრა

11 იანვარს, პარიზში Gare du Nord-ის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი ექვს ადამიანს თავს დაესხა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. 

Reuters-ის ცნობით, თავდამსხმელს პოლიციამ რამდენჯერმე ესროლა. ის სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივი პოლიციის თქმით, დანაშაულის მოტივი ცნობილი არ არის. პარიზის პროკურორის განცხადებაში ნათქვამია, რომ  სისხლის სამართლის საქმე აღძრულია.

კომენტარები