თავდასხმა პარიზში

პარიზში თავდამსხმელმა დანით 7 ადამიანი დაჭრა

Reuters

პარიზში თავდამსხმელმა დანით 7 ადამიანი დაჭრა, მათგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა.

თავდასხმა საფრანგეთის დედაქალაქში გუშინ საღამოს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე მოხდა.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ავღანელია. ის მალევე დააკავეს. ამ ეტაპზე თავდასხმა ტერორისტულ ქმედებად შეფასებული არ არის. 

ადამიანებმა, რომლებიც შემთხვევასთან ახლოს პეტანკს თამაშობდნენ, თავდამსხმელის შეჩერება ბურთების სროლით, უშედეგოდ სცადეს. 

თვითმხილველი იუსიფ ნაჯაჰი ამბობს, რომ თავდამსხმელს ხელში 25-30 სანტიმეტრიანი დანა ეჭირა. მისივე თქმით, შემდეგ მის ირგვლივ დაახლოებით 20 ადამიანი შეგროვდა, რომლებმაც მას პეტანკის ბურთები ესროლეს, თუმცა მაშინ მისი შეჩერება ვერ მოახერხეს. 

საფრანგეთში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მრავალი დანით თავდასხმა მოხდა, თუმცა, ტერორიზმის მუხლით გამოძიება მხოლოდ რამდენიმე მათგანზე დაიწყო. 

კომენტარები