თავდასხმა პარიზში

ISIS ტერორისტული აქტების განმეორებით იმუქრება

ISIS პარიზში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის შემდეგ განცხადებას ავრცელებს, სადაც ტერორისტული ორგანიზაცია აფეთქებების გამეორებით იმუქრება. 

~, "მორწმუნეებმა სახალიფოს მეომართა რიგებიდან, მრუშობისა და სიბილწის დედაქალაქზე, პარიზზე ილაშქრეს, რომელიც ევროპაში ჯვაროსნების დროშის მატარებელია. 8 ძმა, ასაფეთქებელი ქამრებითა და ავტომატებით, მივიდა იმ ადგილებში, რომელიც დედაქალაქის გულში, წინასწარ, გულდასმით შეირჩა. ამ ადგილებს შორის სტადიონია, სადაც იმ მომენტში გერმანიასა და საფრანგეთის მატჩი მიმდინარეობდა და რომელსაც ფრანგი იდიოტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა, ასევე თავდასხმა განხორციელდა ბატაკლანის საკონცერტო დარბაზზე, სადაც ათასობით წარმართი მრუშობის დღესასწაულზე შეიკრიბა. ამავდროულად, განხორციელდა თავდასხმები სხვა სამიზნეებზე ქალაქის მე-10, მე-11 და მე-18 რაიონებში. იცოდეს საფრანგეთმა და ყველამ, ვინც მის კვალდაკვალ მიდის, რომ ისინი "ისლამური სახელმწიფოს" მთავარ სამიზნეებად დარჩებიან. თქვენ სიკვდილის სუნს იქამდე იგრძნობთ, სანამ ჯვაროსნების კოალიციაში ხართ, სანამ ჩვენს წინასწარმეტყველს (მშვიდობა მას და ღვთის კურთხევა) ლანძღავთ, სანამ ამაყობთ თქვენი ომით ისლამის წინააღმდეგ საფრანგეთში და ავიადარტყმებით სახალიფოს მიწებზე. არადა ეს თვითმფრინავები პარიზის ქუჩებში ვერ დაგიცავენ", - ნათქვამია განცხადებაში.

ISIS პარიზში მომხდარ თავდასხმას მომავალი კოკისპირული წვიმის წვეთს უწოდებს.

 

კომენტარები