თავდასხმა პარიზში

პარიზში ტურისტებზე თავდასხმის შემდეგ ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა

ფრანგული პოლიცია
REUTERS/Stephanie Lecocq 

პარიზის ცენტრში, ეიფელის კოშკის მახლობლად, 26 წლის კაცი გამვლელ ტურისტებს დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. პოლიციამ ბრალდებული მალევე დააკავა. 

თავდასხმა 2 დეკემბრის საღამოს მოხდა. ბრალდებული ტურისტ წყვილს დანით დაესხა თავს და ერთი გერმანიის მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრა, რის შემდეგაც პოლიცია აედევნა. დაკავებამდე თავდამსხმელი კიდევ ორ მოქალაქეს ჩაქუჩით დაესხა თავს. 

საფრანგეთის შინაგან მინისტრის ჟერალდ დარმანენმა თქვა, რომ ბრალდებული საფრანგეთის მოქალაქეა, რომელსაც მსგავსი თავდასხმის დაგეგმვის გამო 2016 წელს ოთხწლიანი პატიმრობა შეეფარდა. მისივე თქმით, ბრალდებულს ფსიქიკური აშლილობების დიაგნოზები აქვს დასმული.

თავდასხმის დროს ბრალდებული "ალაჰუ აქბარ!"-ს (ღმერთი უდიდესია) ყვიროდა. მან პოლიციასთან საუბრისას თქვა, რომ პალესტინასა და ავღანეთში მუსლიმთა სიკვდილით აღშფოთებულია. 

ტერორიზმთან ბრძოლის პროკურატორის ოფისმა თქვა, რომ შემთხვევის გამოძიება დაიწყო. 

კომენტარები