ტერორიზმი

სომალიში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა

EPA

ისლამისტური დაჯგუფების, ალ-შაბაბის მებრძოლების მიერ სასტუმრო Sahafi-ზე თავდასხმის შედეგად სომალის დედაქალაქ მოგადიშოში სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის განცხადებით, ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები ორ მანქანაში დაამონტაჟეს და შენობისკენ მიმავალი გზა გაითავისუფლეს. შემდეგ კი სასტუმროს ტერიტორიაზე შეიჭრნენ და სროლა დაიწყეს.

დაღუპულებს შორის სულ მცირე ერთი პარლამენტის წევრი და გენერალია. აღსანიშნავია, რომ ეს სასტუმრო სომალელ დეპუტატებში პოპულარული იყო.

ალ-შაბაბმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.

კომენტარები