ავიაკატასტროფა

რუსულმა სამგზავრო თვითმფრინავმა ეგვიპტეში ავიაკატასტროფა განიცადა

jetphotos.net

რუსულმა სამგზავრო თვითმფრინავმა ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე, კატასტროფა განიცადა. ავიალინერის ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მგზავრების უმრავლესობას რუსი ტურისტები შეადგენდნენ.

ეგვიპტური წყაროების ცნობით, უკვე აღმოჩენილია თვითმფრინავის ფრაგმენტები.

ავიაკომპანია "კოგალიმავიას" სამგზავრო თვითმფრინავი Airbus-321შარმ-ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგისკენ მიფრინავდა. აფრენიდან 23 წუთში ის რადარებიდან გაქრა.

კომენტარები