რუსთავი 2-ის საქმე

სერგეენკო რუსთავი 2-ზე: ჩემი ცალსახა პოზიციაა, რომ ეს არის ქონებრივი დავა

ეს პროცესი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არის ქონებრივი დავის საკითხი, რომელსაც განიხილავს სასამართლო. ქონებრივი დავა ყოველთვის სპეციფიკურია, მაგალითისათვის, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, ვგულისხმობ ჯანდაცვის სამინისტროს, ათეულობით სამედიცინო დაწესებულებაზე გვქონდა ქონებრივი დავა, როდესაც ათასობით ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყო დამოკიდებული ამაზე. თუმცა, ვერ ვიხსენებ ვერცერთ შემთხვევას, როცა ამის მეათედი ყურადღება მაინც იყო მიპყრობილი ამ საკითხზე. ცალსახა პოზიციაა ჩემი, რომ ეს არის ქონებრივი დავა, განიხილავს სასამართლო და უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო რუსთავი 2-ზე.

კომენტარები