წამების კადრები

პრემიერი: გთხოვთ, ყველანაირი ემოცია შევიკავოთ და ყველას მოგიხმობთ სიმშვიდისკენ

რა თქმა უნდა, ჩემთვის, ყველასთვის, ნებისმიერი მოქალაქისთვის არის და იყო აღმაშფოთებელი ამ [წამების და სექსუალური ძალადობის შემცველი] კადრების ხილვა. მე მახსოვს ჩემი პირველი რეაქცია, როცა ეს კადრები ვნახე, ორი წლის წინ, როცა ჩვენ ეს საქმე გამოვიძიეთ. მაგრამ მე მინდა, საზოგადოებას მივმართო და ყველას, მოსახლეობას... რომ გთხოვთ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე და ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია სტაბილურობის უზრუნველყოფა ქვეყანაში. ამიტომ გთხოვთ, რომ ყველანაირი ემოცია შევიკავოთ და ყველას მოგიხმობთ სიმშვიდისკენ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, წამების კადრების გავრცელების შემდეგ, ენმ-ის ოფისებთან აქციებზე.

კომენტარები