წამების კადრები

კობახიძე წამების კადრების ჩვენებაზე: შეიძლება, სწავლების მეთოდიკას უკავშირდება

ახლა? ახლა იყო ნაჩვენები? თქვენგან გავიგე. იცით, რა არის, მე ნამდვილად არ ვემხრობი ამ უმძიმესი კადრების ჩვენებას არასრულწლოვანებთან. ეს ანგრევს მათ ფსიქიკას. მე არ მგონია, რომ ეს იყოს გამართლებული და არ ვიცი, რა მიზანს შეიძლება ეს ემსახურებოდეს. თუმცა შეიძლება საწინააღმდეგო არგუმენტიც იყოს, რომ შეიძლება სწორედ იმიტომ უნდა აჩვენონ მოზარდებს, რომ მსგავსი რამ არასოდეს არც გაიაზრონ და ზრდასრულობის პერიოდში ასეთი ტიპის დანაშაულთან რაიმე ტიპის შემხებლობა არ ჰქონდეთ. ჩვენც გვაჩვენებდნენ მაგალითად ოსვენციმის ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკში რა ხდებოდა. ჩვენ სწორედ დოკუმენტურ ფილმებს გვაჩვენებდნენ. ეს შეიძლება, სწავლების რაღაც მეთოდიკასთან იყოს დაკავშირებული.

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე რუსთავის მეორე საჯარო სკოლაში წამების კადრების ჩვენების შესახებ ტაბულას კითხვაზე.

კომენტარები