წამების კადრები

პრემიერი: ჩვენ ვართ იმაზე ძლიერი სახელმწიფო, ვიდრე ვიყავით სამი წლის წინ

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ძლიერი სახელმწიფო, იმაზე ძლიერი, ვიდრე ვიყავით სამი წლის წინ, მაგრამ მე ყველას მინდა, გთხოვოთ, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ არავითარ პროვოკაციას არ დავუშვებთ, არც ერთი მოქალაქის სიმშვიდის დარღვევას ჩვენ არ დავუშვებთ, მაგრამ, გთხოვთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად თავი შევიკავოთ. და მე მინდა ვთხოვო ახალაგაზრდებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ გავრცელებული ვიდეოების საპროტესტო აქციებში, გთხოვთ, რომ თავი შევიკავოთ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, წამების კადრების გავრცელების შემდეგ, ენმ-ის ოფისების დარბევაზე.

კომენტარები