სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობა

შსს გადატრიალების გამოძიების გამო რუსთავი 2-ის უსაფრთხოების დაცვას აძლიერებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო მმართველოს გადატრიალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამინისტრო განსაკუთრებული ზომების მიღებას გეგმავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთავი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეომეთვალყურეობის გაძლიერებას გეგმავს. ტელეკომპანიასთან საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟებიც იმორიგევებენ.

"ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს განსაკუთრებულ ზომებს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის კამერები, რომელთა საშუალებითაც მთელი პერიმეტრის 24-საათიანი მონიტორინგი მოხდება. ამასთან, აღნიშნულ ტერიტორზე დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმორიგევებენ საპატრულო ეკიპაჟები, რათა ვუზრუნველვყოთ მოქალაქეების, მათ შორის, ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი პროვოკაცები." ამბობს თეა პერტაია.

სუს-ში არ აკონკრეტებენ უკავშირდება თუ არა დაწყებული გამოძიება საიტ wikileaks.center - ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას შორის გამართული საუბრის შესახებ. საიტი გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად არა უკრაინული, არამედ რუსულია, რადგანაც ის რუსულ სერვერებზე არის ატვირთული. მისი დამარეგისტრირებელი კომპანიის მისამართი კი მოსკოვში, ვიტორია ზვენიაგოროდსკაიას 13-ში მდებარეობს.

ძალადობით ხელისუფლების დამხობის საქმეზე გამოძიება გასულ წელსაც დაიწყო, მაშინ ეგრეთწოდებული "საბურავების საქმეზე" გამოძიების დაწყების შესახებ ყოფილმა შსს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა. გამოძიებას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

კომენტარები