გატაცება

შსს-მ რუსეთის ორი მოქალაქის გატაცებისთვის დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცავებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, რუსთავში ხუთი პირი დააკავეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1976 წელს დაბადებული მუბარიზ ბ. და 1984 წელს დაბადებული ფარიზ ჰ. და საქართველოს სამი მოქალაქე: 1988 წელს დაბადებული ვლადიმერ ჯ, 1983 წელს დაბადებული ვუკარ კ. და 1988 წელს დაბადებული რომან ზ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ფულის გამოძალვის მიზნით, დაგეგმეს და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქეს. რუსეთიდან საქართველოში ნათესავის ქორწილში სტუმრად ჩამოსული ბიზნესმენები უზეირ ს. და მახირ ა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს რამდენიმე დღის განმავლობაში უკანონოდ ჰყავდათ ჩაკეტილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდ თანხას ითხოვდნენ.

პოლიციამ გამოსასყიდი თანხის ნაწილი - 5 700 ამერიკული დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სხვა დანაშაულის დაფარვის გაადვილების მიზნით ორი ან მეტი პირის მიმართ სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები