საქართველოს მთავრობა

სამადაშვილი: დღეს ქვეყანა არ იმართება, ქვეყანაში არის ხელისუფლების ვაკუუმი

მოდით, სიმართლე ვთქვათ, საქართველოს რეალურად არ ჰყავს მთავრობა. მთავრობა რას ნიშნავს? მთავრობა ნიშნავს ადამიანების ჯგუფს, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება. დღეს მთავრობის ვერც ერთი წევრი გადაწყვეტილებას ვერ იღებს იმიტომ, რომ ელოდება, როდის გაიღვიძებს ან დაიძინებს ბიძინა ივანიშვილი, როდის მოიცლის ის, რომ მოისმინოს მისი, თან, უმეტესობას იქ არც მისვლება საერთოდ. გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ იღებს, იმიტომ, რომ ან ვერ უთანხმებს ბიძინა ივანიშვილს და ეშინია, რომ რამე ისეთს გააკეთებს, რაც შეიძლება, მას არ მოეწონოს. პრობლემა არის, რომ ქვეყანა არ იმართება დღეს, მოდით, რეალურად ვთქვათ, ქვეყანაში არის ხელისუფლების ვაკუუმი, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. ხელისუფლება ამ ქვეყანაში ჩემთვის პირადად არ არსებობს, არსებობს რაღაც ადამიანების დაჯგუფება, გაურკვეველი ნიშნით ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეკრებილი, მაგრამ ხელისუფლებას და მთავრობას მე ამას ვერ დავარქმევდი. შესაბამისად, ჩვენ ქვეყანაში დღეს არც ხელისუფლება გვყავს რეალურად. კონსტიტუციურ სისტემაზე თუა საუბარი, თვითონ ხელისუფლების წევრები აღიარებენ, იგივე ქალბატონი ხიდაშელი და მისი მეუღლე, რომ ქვეყანა არაფორმალურად იმართება და კონსტიტუციური ჩარჩოები რეალურად გაურკვეველია. ისინი [მთავრობა] გრძნობენ ძალიან დიდი საფრთხეს და ეს საფრთხე უკავშირდება იმას, რომ სავარძლებს, რომლებსაც იკავებენ გაურკვეველი მიზეზებით, ძალიან მალე შეიძლება გამოემშვიდობონ. ეს, რა თქმა უნდა, იწვევს ძალიან დიდ აგრესიას და დაძაბულობას, რაც უბრუნდება საზოგადოებას. 

სტრატეგიული კომუნიკაციისა და დემოკრატიის ცენტრის წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები