რუსთავი 2-ის საქმე

კაკაბაძე: ჩვენ ყველა ფიზიკურად დავიცავთ რუსთავი 2-ს

ახლა კიდევ უფრო პრინციპულია ის, რომ რუსთავი 2 გადარჩეს სწორედ იმ სახით, როგორი სახითაც არსებობს დღეს. და ჩვენ ყველა ფიზიკურად დავიცავთ ამ ტელეკომპანიას, როგორც მის შენობას, ასევე მის ჟურნალისტებს და ყველა ადამიანს, რომელიც აქ მუშაობს. ყველანაირ ზღვარს გადავიდა უკვე საქართველოს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ უფლებას, რომ ამ მიზანს მიაღწიონ. ხვალ ყველა ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ ასეთი მეთოდებით არ შეიძლება ბრძოლა ტელევიზიასთან, გნებავთ, დამოუკიდებელი უწოდეთ ამ ტელევიზიას და გნებავთ, დამოკიდებული, არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც ხელისუფლება იბრძვის ასეთი მეთოდებით, მას უნდა დაუპირისპირდეთ, მოგწონთ ამ ტელევიზიის შინაარსი თუ არ მოგწონთ. ასე რომ, ხვალ ყველას ველოდები სასამართლოსთან. 

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნებით და ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორებით ემუქრებიან.

კომენტარები