კოსოვო

კოსოვოს პარლამენტში ოპოზიციის ლიდერებმა ცრემლსადენი გაზი ისევ გაუშვეს

EPA

კოსოვოს პარლამენტში ოპოზიციამ ცრემლსადენი გაზი კვლავ გაუშვა. მათ ამ გზით პროტესტი გამოხატეს სერბი უმცირესობისთვის ავტონომიის გაფართოების გეგმის გამო.

ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა დილიდან ტრიბუნაც დაიკავეს და პარლამენტის თავმჯდომარეს სესიის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

შეგახსენებთ, რომ კოსოვოს პარლამენტში ცრემლსადენი გაზი გასულ კვირაშიც გაუშვეს. მაშინ ორმა პარლამენტარმა გონება დაკარგა, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს კი სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. გასულ კვირაშივე, ამ ინციდენტის შემდეგ დააკავეს ოპოზიციონერი პარლამენტარი ალბინ ქურთი.

კომენტარები