ახლო აღმოსავლეთი

ე.წ. ისლამური სახელმწიფო ალეპოს უახლოვდება

Reuters

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ალეპოს განაპირა სოფლები დაიკავეს. როგორც მონიტორინგის ჯგუფი იტყობინება, ჯიჰადისტებმა მოახერხეს აჯანყებულ მებრძოლთა ჯგუფების დამარცხება, მიუხედავად რუსეთის საჰაერო დარტყმებისა, რომლებიც, მოსკოვის მტკიცებით, ტერორისტების პოზიციებისაკენ იყო მიმართული.

ალეპოსთან ახლოს მოკლულია ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთი მეთაური. სირიის მთავრობის მოკავშირე ირანი აცხადებს, რომ სირიაში მას არა სამხედრო, არამედ საკონსულტაციო ოპერაციები აქვს.

სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის განცხადებით, "ისლამური სახელმწიფო" ჯერ არასდროს ყოფილა ასე ახლოს ალეპოსთან, რომელიც ჩრდილოეთ სირიის მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქია.

კომენტარები