გიგი უგულავას საქმე

კობახიძე: არ ვისურვებ, პროკურატურამ გაჭიანურების ტაქტიკა გამოიყენოს

მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება შესვენების გამოცხადების შესახებ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. რაც შეეხება გაჭიანურებას, ბოლოს ინფორმაცია მქონდა, რომ მანამდე ყველაფერს აკეთებდა დაცვის მხარე - დაწყებული ადვოკატების აცილებებით, რომ როგორმე გაეჭიანურებინა პროცესი. გაჭიანურება, როგორც ჩანს, ტაქტიკაა. რა თქმა უნდა, არ ვისურვებ, რომ პროკურატურამ ეს ტაქტიკა გამოიყენოს. ეს არ იქნება სწორი და სასამართლო არის იმისთვის, რომ თუ მხარეები ცდილობენ რაღაცის გაჭიანურებას, ამ ყველაფერს უპასუხოს შესაბამისად.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომის შესახებ.

კომენტარები