ახალი ზელანდია

ახალი ზელანდია დროშას იცვლის

დროშის ერთ-ერთი საკონკურსო განაცხადი
Kyle Lockwood / govt.nz

2016 წელს ახალი ზელანდიის მოსახლეობამ რეფერენდუმზე ახალი დროშა უნდა აირჩიოს. ქვეყნის პრემიერმინისტრის ჯონ ქის და მმართველი პარტიის სურვილია, რომ ქვეყნის დროშიდან გაერთიანებული სამეფოს დროშა გაქრეს და მისი ადგილი ზელანდიის რაგბის ნაკრების სიმბოლომ, ქვეყნის ენდემური ჯიშის მცენარემ - ვერცხლისფერმა გვიმრამ დაიკავოს. 

"დროშა ჩვენი ქვეყნის იდენტობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი სიმბოლოა. მე მჯერა, რომ ეხლა დროშის შეცვლა ზელანდიისთვის დროულია, რადგანაც ქვეყნის მოსახლოებამ უნდა მიიღოს იმგვარი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობასა და იდენტობას უკეთ გამოხატავს."- განაცხადა ქვეყნის პრემიერმინისტრმა. ქვეყანაში ჩატარებული სოციალური გამოკვლევების მიხედვით მოსახლოების 72% დროშის გამოცვლის მოწინააღმდეგეა. 

ქვეყნის დღევანდელი დროშა პირველად 1869 წელს გამოიყენეს, მისი ოფიციალურ დროშად აღიარება კი 1909 წელს მოხდა. დროშაზე ლურჯ ფონზე გამოსახული გაერთიანებული სამეფოს დროშა და სამხრეთის ჯვრის თანავარსკვლავედია გამოსახურლი. ზელანდიისა და ავსტრალიის დროშები თითქმის იდენტურია, მათ შორის მხოლოდ ორი განსხვავებაა. 

დროშის შესარჩევად შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ 10 ათასზე მეტი დროშის განხილვის შემდეგ 40 საუკეთესო განაცხადი დატოვა, რომლიდანაც საბოლოოდ დროშის შერჩევა მოხდება. კომისიის მთავარი მოთხოვნაა, რომ ახალი დროშა კარგად ასახავდეს ახალი ზელანდიის თვითმყოფადობას და გამოსახავდეს მის ეროვნულ სიმდიდრეს. 

წარდგენილ განაცხადებში QR code-იც კი იყო, რომელსაც სმარტფონების მფლობელები ახალი ზელანდიის მთავრობის საიტზე გადაყავდა. ასევე განაცხადად წარდგენილი იყო ფრინველი კივი, რომელსაც ლაზერული თავლები ჰქონდა, და კაცის სილუეტი, რომელიც ველოსიპედს ატარებდა. 

კომენტარები