სასჯელაღსრულების დაწესებულებები

საია სასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანებას სასამართლოში გაასაჩივრებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს წარადგენს. არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი ეხება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ყველა ბრალდებული და მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლისას ან გამოსვლისას უნდა გაშიშვლდეს და ბუქნი გააკეთოს.

საიას განცხადებით, მინისტრის ბრძანება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს, რომელიც კრძალავს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობას.

კომენტარები