სასჯელაღსრულების დაწესებულებები

ადვოკატი: პატიმარს გლდანის ციხეში სასტიკად სცემეს და ის ვერ გადაადგილდება

გლდანის ციხე
AFP

ადვოკატ ვახტანგ თალაკვაძის ინფორმაციით, მარიხუანის მოხმარებისთვის დაკავებულ მალხაზ ტოტოლაშვილს გლდანის ციხეში სასტიკად სცემეს. როგორც ვახტანგ თალაკვაძემ ტაბულასთან საუბარში განაცხადა, მალხაზ ტოტოლაშვილი დაპატიმრებისას ჯანმრთელი იყო, მაგრამ შემდეგ მას გლდანის ციხის მოადგილემ და რეჟიმის უფროსმა შვიდ პირთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ადვოკატის თქმით, ის მძიმედ დაშავდა და გადაადგილება აღარ შეუძლია. მისივე ინფორმაციით, ტოტოლაშვილი გლდანის მერვე საპყრობილიდან ჯერ რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში, შემდეგ კი ბათუმში გადაიყვანეს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ის სასჯელაღსრულების სამინისტრომ საინფორმაციო საშუალებებისგან კითხვების აცილების მიზნით გადამალა. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ გუშინწინ მალხაზ ტოტოლაშვილმა თავის მოკვლა სცადა და თერმომეტრი გადაყლაპა. 

სასჯელაღსრულების სამინისტრომ ტაბულასთან საუბარში მხოლოდ ის თქვა, რომ მალხაზ ტოტოლაშვილის საქმეს გენერალური ინსპექცია სწავლობს.

კომენტარები