სასჯელაღსრულების დაწესებულებები

კახიშვილი: ენმ-ის დროს, პატიმრებს არ აბანავებდნენ, დღეს ამის საშუალება აქვთ

ერთ-ერთი მაკონტროლებლის დასკვნაში იყო მითითება, რომ წყალი იგივე რაოდენობით იხარჯებაო დაწესებულებებში, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრების რაოდენობა შემცირდა. იმას კი არ წერს, რომ მაშინ არ აბანავებდნენ ადამიანებს და დღეს ამის საშუალება აქვთ. მიდგომები უნდა იყოს აბსოლუტურად სხვანაირი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ბევრია ჯერ კიდევ გასაკეთებელი ჩვენს სისტემაში იმისთვის, რომ მივიღოთ ევროპული სტანდარტები, მაგრამ ბევრი გაკეთდა.

განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ კახი კახიშვილმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები