გაზმომარაგება

ჩუღურეთის რაიონის ნაწილს დღეს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

http://globe-views.com

ყაზტრანსგაზ-თბილისის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ბაქოს ქუჩაზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოს გამო დღეს, 11.30-დან 17.30 საათამდე გაზმომარაგება შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება თამარ მეფის გამზირის N 5, 5-ა, 7, 9, 11, 13; დავით აღმაშენებლის გამზირის N 149, 151, 151-ა, 153; მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩის N 162 და ბაქოს ქუჩაზე მდებარე შენობებს (სულ - 480 აბონენტს).

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

კომენტარები