გაზმომარაგება

1 სექტემბერს, კახეთის ნაწილს გაზის მიწოდება საღამომდე შეუწყდება

pennystockresearch

ხვალ, 1 სექტემბერს, გურჯაანის, ლაგოდეხისა და ყვარლის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება საღამომდე შეუწყდება. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მიზეზად „რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხვალ, 00:00 საათიდან მოსალოდნელია წნევების შემცირება, ხოლო დილის 07:00-დან 20:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გურჯაანის (ჩუმლაყი, ახაშენი, ველისციხე, მუკუზანი, ვაზისუბანი, კალაური, ვაჩნაძიანი, კახიფარი, ვეჯინი, ქალაქი და სოფელი გურჯაანი, ძირკოკი, ჭანდარი, ზეგაანი, შაშიანი, ყიტაანი და კოლაგი), ლაგოდეხის (ჭაბუკიანი, გიორგეთი, ვერხვის მინდორი, აფენი, გვიმრიანი, ფოდაანი, ზემო და ქვემო ნაშოვარი, ბაღდათი, ონანაური, ქევხიანი, არეშფერანი, ხოშატიანი, ზემო და ქვემო ბოლქვი, ბებურიანი, მირსკისეული, აბაშისწყალი, ქალქვა-ნამესრალი, ლელიანი-შუა პლანი, ლაფნიანი, ფიჩხიბოგირი, გუჯარეთი, ქალაქი ლაგოდეხი, მაწიმი, რაჭისუბანი, შრომა, კავშირი, ნინიგორი, ცოდნისკარი, თელა, ჩადუნიანი, წიფლისწყარო, ვარდისუბანი, სვიდება, მშვიდობიანი, ჭიაური, წითელგორი, თამარიანი, ჰერეთისკარი, კართუბანი, კაბალი, ყარაჯალა, განჯალა, უზუნთალა) და ყვარლის (ქალაქი ყვარელი, სოფლები: გრემი, ენისელი, შილდა, გავაზი, სანავარდო, კუჭატანი, წიწკაანთსერი, ზინობიანი, ახალსოფელი, მთისძირი, საბუე) მუნიციპალიტეტების სოფლებს“, - აცხადებს გაზის ტრანსპორტირების კომპანია.

კომენტარები