გაზმომარაგება

28 ივნისს, თბილისის ნაწილს რამდენიმე საათით გაზმომარაგება შეეზღუდება

ყაზტრანსგაზ-თბილისის აბონენტების ნაწილს 28 ივნისს გაზმომარაგება შეეზღუდება. კომპანია მიზეზად ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს.

11:00-დან გაზმომარაგება შეუწყდება ისნის რაიონში, ქეთევან წამებულის გამზირი №64-66-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობის ნაწილს. კომპანიის თქმით, გაზის მიწოდება აღდგება 16:00-დან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

12:00-დან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩა №4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, დიმიტრი ბაქრაძის ქუჩა №8, №11, №13, №21, №ჩ.3, №ჩ.6, გურამ რჩეულიშვილის ქუჩა №27, №29, №31, №31ა, №33-ში მცხოვრებ მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. კომპანიის თქმით, გაზის მიწოდება აღდგება 17:00-დან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებლობას იხსნის" - აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები