გაზმომარაგება

13-14 აპრილს მთაწმინდის ნაწილს გაზი შეუწყდება, მათ შორის, პარლამენტს და საპატრიარქოს

Getty Images

ახალ გაზსადენზე გადართვის გამო, 13 აპრილის დილიდან 14 აპრილის შუადღემდე მთაწმინდის და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. თბილისი ენერჯის განცხადებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშრალი ხიდის მიმდებარედ, სრულად შეცვალეს ძველი კოროზირებული მილი. 

კერძოდ, გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება:

ბოცვაძის ქ. 2, 8, 10, 14, კოსტავას ქ. 43, 45, 47, 47/57, 49, 85ა, კოსტავას შესახვევში (ვერის შესახვევი) მდებარე კორპ. # 3, 4, 5, 9, 11, კოსტავას II შეს. 2/4 (ახლ. მზია ჯუღელის ქუჩა), კოსტავას I შეს. 33, კოსტავას II შეს. 3, კოსტავას II შეს. 5, კოსტავას II შეს. 9, კოსტავას II შეს. 10, მარჯვენა სანაპირო # 6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობასა და მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის აბონენტებს და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს.

მარჯვენა სანაპირო # 2, 2ა, ბროსეს ქ. 2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ბროსეს ქ. 8, 8ა, 8ბ, 12, რუსთაველის გამზ. 1 (I სკოლასა და შევჩენკოს ქუჩას შორის), ბესიკის ქ. 4-ში (შპს ,,ნირან პროპერტის დეველოპმენტი”), გ. ჭანტურიას ქ. 12-ში – შპს ,,ლივინი”-ს, თავისუფლების მოედანი #4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ანტონ ფურცელაძის, სოლიკო ვირსალაძის, გ. ჭანტურიას, ვ. გუდიაშვილის, რ. თაბუკაშვილის, ნატო ვაჩნაძის, ვასო აბაშიძის, ჯორჯაძის, ათონელის, ორბელიანის, ფხოვის, ტელეგრაფის, მტკვრის ქ. 3, 4, 6, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. 6, 8, 10, 12, გოგჩის, სულხანიშვილის, პუშკინის, ა.თბილელის, გია აბესაძის, ავლევის, აკოფიანის (სულთნიშნის), ასკანის, ახოსპირელის, გომის, ვერცხლის, ლესელიძის (კოტე აფხაზის), იერუსალიმის, კ.ცინცაძის, კუპტინის, ლ. ასათიანის, ა.კათალიკოსის, საიათნოვას, ჩახრუხაძის, ხოდაშენის, ხანძთელის, ჯიბლაძის, ბეთლემის, აბოვიანის, ყავლაშვილის, ნინო და ილია ნაკაშიძეების, ნიშნიანიძის, თონეთის მოედნისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები კერძო საცხოვრებელი ეზოების კერძო სექტორის მოსახლეობას.

ასევე, გაზმომარაგება შეუწყდება ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორის, ოპერისა და ბალეთის თეატრი, გ. რამიშვილის სახელობის # 20-ე სკოლა, სს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ჯიპა”, შსს ქ. თბილისის მთ. სამმართველოს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, I კლასიკური გიმნაზია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქორთიარდ მერიოტი, თბილისი მერიოტი – (შპს ჯი ემ თი სასტუმროები), რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი, საქართველოს პარლამენტის აპარატი, კინოთეატრი რუსთაველი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქაშუეთის ეკლესია, გრიბოედოვის სახელობის თეატრი, შპს თბილისი გალერეა, შპს PP (ყოფ. პირიმზის შენობა), საქართველოს საპატრიარქო, სიონის საკათედრო ტაძარი, სსიპ იუსტიციის სახლი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო”, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სსიპ ,,ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო”, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შპს ჯი თი ერ (ამბასადორი), სს სამედიცინო კორპორაცია ევექსი, და სხვა;

ზაარბრიუკენის მოედანზე მდებარე შპს ჯი ემ თი სასტუმროები და მიმდებარედ კომერციული ობიექტებს.

"თბილისის ენერჯი  ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია უწყვეტი და საიმედო გაზმომარაგებითვის" - აცხადებს კომპანია.

კომენტარები