თბილისი 2015

სპორტის მინისტრი: პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, თბილისი 2015-ზე რატომ ვერ მობრძანდა

დაპატიჟებული იყო აბსოლუტურად ყველა. სპორტი საერთოდ ყველას აერთიანებს, ამიტომ ნუ ეძებთ რაღაც განსაკუთრებულ ინტრიგას ამაში. ალბათ, ეს პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რატომ ვერ მობრძანდა. ჩვენ ყოველთვის მოხარული ვიქნებით სპორტული საზოგადოება, ვიხილოთ ყველა ამ ქვეყნის სპორტის გულშემატკივარი. რა თქმა უნდა, საორგანიზაციო კომიტეტის პრეროგატივა იყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველა საპატიო სტუმარი იყო მოპატიჟებული.

 

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. ცნობისთვის, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი არ დასწრებია.

კომენტარები