თბილისი 2015

თბილისი 2015-ზე ძიუდოისტმა რობინზონ ბეგლარიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

www.ghn.ge
თბილისი 2015-ზე, ძიუდოში 60 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა იტალიელი მანუელ ლომბარდო ვაზარით დაამარცხა.
 
დაპირისპირება ქართველი სპორტსმენის უპირატესობით მიმდინარეობდა. შეხვედრის მეორე წუთზე ჩემპიონი ვაზარი გააკეთა და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.
 

ფინალურ შეხვედრამდე ორივე სპორტსმენმა 3-3 მეტოქე დაამარცხა. ჩემპიონმა სომეხ ტიგრან ბადალიანს, აზერბაიჯანელ ისმაილ იბრაჰიმოვს და ჰოლანდიელ ლარს კამპფუისს მოუგო, ხოლო ვერცხლის პრიზიორმა ავსტრიელ მარკუს ჰიზბერგერს, ფრანგ მენჟამენ გომესს და ებრაელ ამიტ ბობოვიჩს სძლია.

რობინზონ ბეგლარიშვილმა საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.

კომენტარები