თბილისი 2015

ახვლედიანი: პრეზიდენტს და პრემიერს ერთი და იმავე სახის მოწვევა გავუგზავნეთ

პრეზიდენტი და პრემიერი ორივე მაღალი რანგის სტუმარია და, შესაბამისად, ერთი და იმავე სახის მოწვევა ჰქონდათ გაგზავნილი. საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული ღონისძიებაზე. პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსს, კარლო ცქიტიშვილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა საორგანიზაციო სამსახურთან. ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ მას გახსნის შესახებ ინფორმაცია. პირადად მას ვთხოვე, რომ თუ მოიცლიდა პრეზიდენტი და გამონახავდა დროს, შევხვედროდი და დეტალურად პირადად ამეხსნა ყველაფერი. რატომ არ ესწრებოდა ღონისძიებას, ვერ გეტყვით, რადგან ეს ჩემთვის უცნობია.

 

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი. ცნობისთვის, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი არ დასწრებია.

კომენტარები