თბილისი 2015

თბილისი 2015-თან დაკავშირებით, დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ევროპის მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"-თან დაკავშირებით, რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება. შსს-ს ინფორმაციით, დღეს 08:00-დან 20:00-მდე გადაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის ერთი მხარე – მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, ხოლო მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა.

29 ივლისს 15:00-დან 19:00-მდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი. 30 ივლისს 08:00-დან 19:00-მდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი.

"მოსახლეობას მოვუწოდებთ, აღნიშნულ თარიღებსა და მიმართულებებზე ავტომანქანებით გადაადგილებისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი", - აცხადებს შსს.

კომენტარები