თბილისი 2015

მესხის სახელობის სტადიონზე თბილისი 2015-ის გახსნის ღონისძიება მიმდინარეობს

თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის გასნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.
ფესტივალი შოუ-პროგრამით და ფეიერვერკით გაიხსნა. საქართველოს ჰიმნი პაატა ბურჭულაძემ შეასრულა. სტადიონზე 50 ქვეყნის დელეგაციამ ჩაიარა.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი და ღონისძიებას გახსნილად გამოაცხადებენ.

ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაგრძელდება. ამ პერიოდში თბილისს 50 ქვეყნის 3800-მდე სპორტსმენი ეწვევა. ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში გაიმართება და მაყურებლებისთვის დასწრება თავისუფალი იქნება.

კომენტარები