თბილისი 2015

ღარიბაშვილმა ოლიმპიური ჩირაღდანი დაანთო

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის აღსანიშნავად ოლიმპიური ჩირაღდანი დაანთო.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს და ფესტივალის ორგანიზებაში ჩართულ თანამდებობის პირებს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ოლიმპიური ცეცხლი 26 მაისს ათენში დაინთო და მას შემდეგ საქართველოს 67 მუნიციპალიტეტი მოიარა.

„ზუსტად ცხრა დღეში თბილისი უმასპინძლებს გამორჩეულ ოლიმპიურ ფესტივალს. თბილისი არის მზად, რომ ღირსეულად უმასპინძლოს ამ ღონისძიებას. მინდა ჩვენს საამაყო სპორტსმენებს ვუსურვო წარმატებები და მჯერა, რომ ბევრ ოქროს მედალს მოვიპოვებთ,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება. პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა - ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი.

კომენტარები