სტიქია თბილისში

სახალხო დამცველის აპარატმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 50 000 ლარი გამოყო

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველის აპარატმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 50 000 ლარი გამოყო. ომბუდსმენმა ცვლილებები შეიტანა დაგეგმილ აქტივობებში და წერილობით სთხოვა საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს, სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნება - 50 ათასი ლარის ოდენობით, მიმართოს სახელმწიფო ხაზინაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

"სახალხო დამცველი მიესალმება სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად საზოგადოების კონსოლიდირებულ ძალისხმევას, გამოხატულ სოლიდარობას და იმედოვნებს, რომ ბიზნესსექტორი საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების გათვალისწინებით, კიდევ მეტად გააქტიურებს მცდელობებს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები