სტიქია თბილისში

რუსთავი 2: წყნეთში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ ზარი 112-ში 22:07-ზე შევიდა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სტიქიის დღეს, წყნეთში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ სამაშველო სამსახურში პირველი ზარი ჯერ კიდევ 22:07-ზე, დაბა წყენთიდან შევიდა. შემდეგი ზარი სტიქიასთან დაკავშირებით ტელეკომპანიის ცნობით, 112-მა გმირთა მოედნის ტერიტორიიდან 22:40-ზე მიიღო, მოქალაქეებმა დახმარება ითხოვეს, რადგან ისინი დატბორილ ადგილზე აღმოჩნდნენ და მანქანიდან ვერ გადმოდიოდნენ. დატბორილი ზოოპარკიდან პირველი ზარი მაშველებთან 22:57-ზე შევიდა და უკვე 23:38-ზე განგაშის ზარი 112-ში სვანიძის ქუჩიდან მიიღეს, სადაც მოქალაქეები გადარჩენას ითხოვენ.

ამასთან დაკავშირებით, რუსთავი 2-ის კითხვებს დედაქალაქის ნარმანიამ უპასუხა.

კომენტარები