სვანაძის ქუჩაზე დაკარგული მოხუცის ცხედარი იპოვეს. როგორც ტაბულას კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მაშველებმა ცხედარი საკუთარი სახლის ნანგრევებში ნახეს. შესაბამისად, დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, თბილისში სტიქიის შედეგად დაკარგული ადამიანების რაოდენობა 24-დან 9-მდე შემცირდა. 14 მოქალაქე სახლებს უვნებლად დაუბრუნდა.
13-14 ივნისის ღამეს 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. ნიაღვარმა თბილისის რამდენიმე უბანში ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, განადგურებულია თბილისის ზოოპარკი და სავალი გზები. თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომელთა დიდი ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა.





