სტიქია თბილისში

პრეზიდენტმა ბრძანებით სტიქიის ლიკვიდაციაში მონაწილეობა სამხედროებს დაავალა

საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა თბილისში სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად შეიარაღებული ძალების გარკვეული ქვედანაყოფების გამოყოფის შესახებ.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, ამ მიზნით გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები: საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბრიგადა; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკურიუზრუნველყოფის სარდლობა; ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა.

ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

კომენტარები