მიგრანტები

ხმელთაშუა ზღვაში ევროპულმა გემებმა 3480 მიგრანტი სიკვდილს გადაარჩინეს

Mahmud Turkia / GETTY IMAGES

ხმელთაშუა ზღვაში ევროპელებმა 3480 მიგრანტი სიკვდილს გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

იტალიის სანაპირო დაცვის ოფიცერის თქმით, რამდენიმე ევროპული ქვეყნიდან, მათ შორის იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან, სამაშველო ოპერაციებში დაახლოებით ათი გემი იყო ჩართული. 

გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტები ლიბიიდან მოდიოდნენ. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები