საარჩევნო სისტემა

ღარიბაშვილი: 2016 წლის არჩევნებზე შერეული სისტემა შენარჩუნდება

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

2016 წელს არჩევნები მოქმედი შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა დაკმაყოფილდება და მაჟორიტარულ ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობის დისბალანსი შემცირდება. ასევე, მაჟორიტარი კანდიდატებისთვის 50 პროცენტიანი ბარიერი დაწესდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ ვგეგმავთ 2016 წლის შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დღეს მოქმედი შერეული სისტემით, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის დღეს არსებული დისბალანსი და ასევე დაწესდება 50%-იანი ბარიერი. ჩვენი გეგმა ითვალისწინებს 2016 წლის შემდგომი პერიოდის პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ეს უმრავლესობაში შეჯერებული პოზიციაა. უმრავლესობის დღევანდელ სხდომას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

შევგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 28 მაისმიიღო გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები - უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ". საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესსადგენდა. სასამართლსო გაბნმ,არტებთ, საარჩევნო ოლქები და მანდატები იმგვარად იყო გადანაწილებული, რომ ერთ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმა რამდენჯერმე უფრო მეტად "ფასობდა" ვიდრე  მეორე ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლის, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი გადახრა ხმათა თანაბრობის პრინციპიდან და არათანაზომიერად დაამცრო ამომრჩეველთა დიდი ნაწილის გავლენა საარჩევნო პროცესებზე.

კომენტარები