მიგრანტები

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პორტში სასაზღვრო პოლიციამ 68 მიგრანტს მიაკვლია

thetimes.co.uk

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ პორტში სასაზღვრო პოლიციამ სატვირთო მანქანებში 68 მიგრანტს, მათ შორის 15 ბავშვს მიაკვლია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პოლიციელების თქმით, 4 სატვირთო მანქანა ჰოლანდიიდან მოდიოდა. მათი თქმით, 7 მიგრანტი მუცლისა და გულმკერდის არეში ტკივილებით საავადმყოფოში მოათავსეს.

ოფიციალური პირების ცნობით, მიგრანტებს შორის 35 ავღანელი, 22 ჩინელი, 10 ვიეტნამელი და 1 რუსი იყვნენ.

რაც შეეხება სატვირთო მანქანების პოლონელ მძღოლებს, ამჟამად ისინი დაკითხვაზე იმყოფებიან.

კომენტარები