დიდი შვიდეული

კანადის პრემიერი: G7-ში რუსეთის დაბრუნებას არ დავუშვებთ

http://rabble.ca/

კანადა დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნებას არ დაუშვებს. ამის შესახებ კანადის პრემიერმინისტრმა სტივენ ჰარპერმა განაცხადა. მისი თქმით, სანამ რუსეთს პუტინი მართავს, მისი ადგილი შვიდეულის მაგიდასთან არ იქნება.

რუსეთის მონაწილეობა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების კლუბში ასევე გამორიცხა გერმანიის კანცლერმა. ანგელა მერკელის თქმით, დიდი შვიდეული საერთო ფასეულობების გარშემოა გაერთიანებული, როგორიცაა საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საზღვრების ურღვეობის პატივისცემა. მანამდე გერმანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რვიანიდან რუსეთის გარიცხვა თვითმიზანი არაა და უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შემთხვევაში კლუბში მოსკოვის დაბრუნება შესაძლებელია.

დიდი შვიდეულის სამიტი 7-8 ივნისს ბავარიაში გაიმართება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, დღევანდელ რეალიებში შვიდეულისა და რვიანის მსგავსი შეზღუდული ფორმატები თავის ეფექტურობას კარგავს.

კომენტარები