მიუნხენში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დღეს დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა ვენესუელაში სტაბილურობის ხელშეწყობისა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების მიმართ აშშ-ს ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მინისტრებმა აფრიკაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები განიხილეს. მათ ასევე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსა და დასავლეთ ნახევარსფეროში არსებულ რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები ისაუბრეს.
"მარკო რუბიომ და მისმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი G7-ის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, რათა ერთობლივად უპასუხონ საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გლობალურ საფრთხეებს" - აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტ.





