დიდი შვიდეული

G7 რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებაზე კონტროლს გაამკაცრებს

დიდი შვიდეულის სამიტი. იაპონია, 2023 წლის 17 აპრილი
 FRANCK ROBICHON/Pool/REUTERS

დიდი შვიდეულის (G7) საგარეო საქმეთა მინისტრებმა იაპონიაში, ქალაქ კარუიზავაში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ისინი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების კონტროლს გაამკაცრებენ, ხოლო უკრაინისადმი მხარდაჭერას განაგრძობენ. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი

გარდა იმისა, რომ დიდი შვიდეულის წევრმა ქვეყნებმა დაგმეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ, მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთის ბირთვული რიტორიკა მიუღებელია.

ამასთანავე, დიდი შვიდეული კოორდინაციის გაძლიერებაზე შეთანხმდა, რათა რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციების თავიდან არიდება არ მოხდეს და მოსკოვმა მესამე მხარისგან იარაღის მიღება ვერ შეძლოს.

გარდა ამისა, სამიტზე ქვეყნების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ჩინეთსა და ტაივანთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

"ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ წინ აღვუდგეთ ნებისმიერ იძულებას, ბაზრის მანიპულირებას, ნებისმიერ მცდელობას ტაივანის სრუტეში არსებული სტატუს კვოს შესაცვლელად". - აღნიშნა აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

კომენტარები