ნიგერია

ნიგერიაში მომხდარ ტერაქტს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა

Getty Images

ნიგერიაში ქალაქ იოლაში აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას AP ავრცელებს.

ნიგერიელი ოფიციალური პირების თქმით, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურ დაჯგუფებას, ბოკო ჰარამს ეკისრება. დაჯგუფების წევრებმა 100-მდე ქალი და ბავშვი გაიტაცეს.

აშშ-ის წარმომადგენლის თქმით, აშშ ნიგერიაში სამხედრო მწვრთნელებს გაგზავნის, რომლებიც ნიგერიელი ჯარისკაცების მომზადებაში მიიღებენ მონაწილეობას.

დაკავებული ტერიტორიებიდან ქალების გატაცება ბიკო ჰარამისთვის ჩვეული პრაქტიკაა. ბოკო ჰარამი თავს ისლამური სახელმწიფოს პროვინციას უწოდებს. ისლამისტების ტერორს ნიგერიაში ათასობით ადამიანი შეეწირა.

კომენტარები