ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, ზამფარას შტატში სამხედროების ავიადარტყმებს, სულ მცირე, 16 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
სამხედრო ძალების თქმით, მათი სამიზნე რეგიონში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებები იყვნენ, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, დარტყმებს სამოქალაქო პირები ემსხვერპლნენ, რომლებიც კრიმინალური დაჯგუფებებისგან თავად იცავდნენ თავს.
ნიგერიის საჰაერო ძალების თქმით, "მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო რაზმების წევრების დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობების შესახებ გამოძიება დაწყებულია".
"იმის მიუხედავად, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მოვახერხეთ კრიმინალების განეიტრალება და ზოგიერთი გატაცებული გათავისუფლება, ვრცელდება ძალიან შემაშფოთებელი ცნობები ოპერაციის მიმდინარეობისას სამოქალაქო პირების დაღუპვის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება და ყველა განახლება იქნება საჯარო". - წერია საჰაერო ძალების განცხადებაში.
2023 წელს ნიგერიაში, სულ მცირე, 85 ადამიანი, მათ შორის, უმეტესად ქალები და ბავშვები, რომლებიც ერთ-ერთ სოფელში რელიგიურ შეკრებას ესწრებოდნენ, ნიგერიის სამხედრო ძალებს კრიმინალური დაჯგუფების წევრებში აერია და დრონებით თავდასხმის შედეგად მოკლეს.





