აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ჟენევის საავადმყოფოში მოათავსეს

telegraph.co.uk

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ჟენევის საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Telegraph ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯონ კერიმ საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში ველოსიპედით სეირნობისას ფეხი დაიზიანა, რის შემდეგაც ის ვერტმფრენით ჟენევის კლინიკაში გადაიყვანეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ჯონ კერის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის თავს კარგად გრძნობს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი შვეიცარიაში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც ის ორშაბათს, მოლაპარაკებებზე ხელმოსაწერად, მადრიდში უნდა გაფრენილიყო.

 

კომენტარები