აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

განაში ამერიკის ყალბი საელჩო, რომელიც ვიზებს 10 წლის განმავლობაში გასცემდა, დახურეს

US Department of State

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, განას დედაქალაქ აკრაში, სამართალდამცველები ამერიკის ყალბ საელჩოში შევიდნენ. 

საელჩოს, რომელიც ვიზებს 10 წლის განმავლობაში გასცემდა, თურქი და განელი კრიმინალები მართავდნენ.

თაღლითური საელჩო ვარდისფერ ორსართულიან შენობაში იყო განთავსებული. მის წინ ამერიკის დროშა ეკიდა, შენობაში კი ბარაკ ობამას დიდ ფოტოსაც შეხვდებოდით.

"საელჩოს ამერიკის მთავრობის ნაცვლად, თურქული და განური ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებები მართავდნენ", - წერია განცხადებაში.

კრიმინალური დაჯგუფება თაღლითური გზით მოპოვებულ კანონიერ ვიზას და ყალბ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს, მათ შორის, დაბადების მოწმობას, 6000 დოლარად ყიდდა.

დეპარტამენტის ცნობით, გამოძიების დროს ჰოლანდიის ყალბი საელჩოც აღმოაჩინეს. ჰოლანდიურ მხარეს მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები