წყალდიდობა აშშ-ში

წყალდიდობამ ტექსასსა და ოკლაჰომაში სულ მცირე 29 ადამიანი იმსხვერპლა

news.sky.com

ტექსასისა და ოკლაჰომის შტატებში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა 29 ადამიანს მიაღწია. ათეულობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. ნაწილობრივ დატბორილია ტექსასის ქალაქი ჰიუსტონი. პარალიზებულია საავტომობილო მოძრობა, გაჩერებულია აეროპორტები.

ჰიუსტონის მერიის ცნობით, სულ მცირე 4 ათასი შენობა სერიოზულად დაზიანებულია. სავარაუდოდ, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება. მექსიკაში კი ტორნადოს შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. სტიქია ლუიზიანის შტატს უახლოვდება. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, სამაშველო სამუშაოებში ფედერალური სამსახურები ჩართვნენ.

"ვესაუბრე ტექსასის გუბერნატორს, რათა მწუხარება გამომეთქვა უმძიმეს წყალდიდობასთან დაკავშირებით. ჩვენს აზრებსა და ლოცვებში იმ ადამიანებთან ვართ, ვინც სტიქიით დაზარალდა. გუბერნატორს ვუთხარი, რომ ფედერალური მთავრობისგან დახმარებას მიიღებს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის პერსონალი უკვე ადგილზეა და სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს", - თქვა ობამამ.

კომენტარები