ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა, მათ შორის 28 ბავშვია.
სტიქიური უბედურების ზონაში გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. მაშველებს ეხმარებიან მოხალისეებიც.
4 ივლისს, ტეხასის რეგიონ ჰილ-ქანთრიში რამდენიმე საათის განმავლობაში ძლიერ წვიმდა. სინოპტიკოსების განმარტებით, მცირე დროში ერთი თვის ნორმის ტოლი ნალექი მოვიდა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია.





