წყალდიდობა აშშ-ში

ტეხასში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა

5 ივლისს ტეხასში მომხდარი უეცარი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 24 ადამიანი გარდაიცვალა და გოგონების ქრისტიანულ საზაფხულო ბანაკში დაახლოებით 25 ბავშვი გაუჩინარდა.

გაუჩინარებული ბავშვები Camp Mystic-ის ბანაკში მონაწილეობდნენ - ეს ქრისტიანული ბანაკია, რომელიც მდებარეობს გუადალუპეს მდინარის გასწვრივ მდებარეობს.

ადგილობრივი უწყებების განცხადებით, სამაშველო ოპერაციების შედეგად ჯამში 237 ადამიანი გადაარჩინეს. სამაშველო და სამძებრო სამუშაოები ახლაც გრძელდება.

გუადალუპეს მდინარის დონე საათზე ნაკლებ დროში 7.9 მეტრით აიწია, რის შედეგადაც წარმოქმნილი ძლიერმა წყალდიდობამ მდინარესთან ახლოს მოძრავი სახლები, ავტომობილები და დასასვენებელი კოტეჯები წაიღო, სადაც ოჯახები 4 ივლისის შაბათ-კვირას აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ატარებდნენ.

სამაშველო ჯგუფები კვლავ ეძებენ დაახლოებით 25 ბავშვს, რომლებიც 750 გოგონასთან ერთად ბანაკ Camp Mystic-ში იმყოფებოდნენ.

ტეხასის რამდენიმე ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სადაც გზების ნაწილი და სატელეფონო ხაზები წყალმა დააზიანა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტრაგედია "შოკისმომგვრელად" და "საშინლად" შეაფასა, ხოლო თეთრმა სახლმა ადგილობრივ ხელისუფლებას დამატებითი დახმარება აღუთქვა.
 

კომენტარები